უკანასკნელ საათს (1929)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: ისტორიულ-რევოლუციური
სიუჟეტი: 1918 წელი. სამხრეთის ერთ-ერთი ქალაქი თეთრების ხელშია. ბოლშევიკური პარტიის კომიტეტი შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებს. ისინი ფრონტიდან ელიან მაშველ ჯარს, მაგრამ თეთრები რკინიგზას აფეთქებენ. ბოლშევიკ ზაბელინის ხელმძღვანელობით მუშები რკინიგზის აღდგენას იწყებენ. მუშებს შორის შეპარული მენშევიკი გალუსტი მუშაობის ჩაშლას ცდილობს, მაგრამ მოღალატეს ამხელენ. რკინიგზა აღდგენილია. წითელარმიელების დახმარებით აჯანყებულები იმარჯვებენ.
სცენარის ავტორი: ბორის ლეონიდოვი
ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი
მხატვარი: რობერტ ფედორი
მონტაჟი: ნ.იუდინი
როლები: ალექსანდრა თოიძე (დინა, დამლაგებელი ქალი), ალექსანდრ ყალაბეგაშვილი, ალექსანდრე თაყაიშვილი, მ.სტაცენკო, ა.მურუსიძე, ნიკოლოზ სანიშვილი, ალექსანდრე ჯალიაშვილი, მ.ზაბელინი
ხანგრძლივობა: 45'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“