ჩქარი N2 (1929)

რეჟისორი: გიორგი მაკაროვი

სიუჟეტი: წვრილშვილიანი მემანქანე სტასენკო ხშირად სვამს. მორიგი ლოთობის შემდეგ სტასენკო ორთქმავალიდან გადმოვარდება და სახიჩრდება. სტასენკოს ქალიშვილი, შურკა მუშაობის დაწყებას გადაწყვეტს, მაგრამ მას უარით ისტუმრებენ. შურკა მამაკაცურად გამოეწყობა და კომკავშირელთა დახმარებით ჩქარი მატარებლის გამყოლად ეწყობა. ერთ-ერთ რეისზე მატარებელს ბანდიტები დაესმიან თავს. შურკა აქტიურ მონაწილეობას იღებს მათ დაჭერაში. დაპატიმრებულთა შორის მისი უფროს ძმაც აღმოჩნდება. ქალიშვილი სასტიკად გმობს ძმის საქციელს და მის მკაცრ დასჯას მოითხოვს.

სცენარის ავტორი: პიოტრ მორსკოი, შალვა ხუსკივაძე

ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი

მხატვარი: რობერტ ფედორი

როლები: პ.ბარმატოვი (სტასენკო), მ.სამოდუროვა (მისი ცოლი), ტატიანა შკლაიარი (შურკა), მ.სტაცენკო (ვასკა, შურკას უფროსი ძმა), პ.პეჩკო (გრიშა, მემანქანე-პრაქტიკანტი), შალვა ხუსკივაძე (მემანქანის თანაშემწე), მ.ზაგლობა (მემანქანე)

ხანგრძლივობა: 72'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

„სახკინმრეწვი“