შეხვედრა (1930)
Весенний поток
რეჟისორი: გარსევან გომართელი
სიუჟეტი: კომკავშირელი მანსუმე მუსაევა უნივერსიტეტს ამთავრებს და ბაქოში ნავთობის სარეწზე ჩადის თავის ქმართან. ცოლ-ქმარი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა ჩამორჩენილ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ქალთა შორის. მათ წინააღმდეგობას უწევენ მოხუცი მენავთობეები. ამავე დროს მანსუმეს გადაეკიდება და მისი გულის მოგებას ცდილობს ეფენდიევი, მილიციის უფროსი. ეფენდიევი ცდილობს ძალით დაიმორჩილოს ქალი. ორთაბრძოლის დროს ქალი მასში ამოიცნობს დამსჯელი რაზმის მეთაურს, მუსავატელ ოფიცერს, რომელმაც მას მამა მოუკლა და სოფელი გადაუწვა. საქმეში შინსახკომის ორგანოები ერევა. თავის გადარჩენის მიზნით ეფენდიევი ცეცხლს უკიდებს ნავთობის კოშკს, მაგრამ თავად იღუპება ცეცხლში.
სცენარის ავტორი: სამსონ სულაკაური
ოპერატორი: ვლადისლავ პოზნანი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: ტატიანა მახმუროვა (მანსუმე), დიმიტრი ყიფიანი (ეფენდიევი), ა.ალუღიშვილი (კამბარი, მილიციელი), აღა-რზა ყულიევი (აღარზა მუსაევი, სტუდენტი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჰილა), ოლღა მიხაილოვა (ოლგა ბონდარენკო, პარტუჯრედის მდივანი)
ხანგრძლივობა: 66'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“