მზაღო და გელა (1933)
რეჟისორი: შალვა ხუსკივაძე
სიუჟეტი: სოფლის ახალგაზრდებს მზაღოს და გელას უყვართ ერთმანეთი. სოფელში ტურისტების ჯგუფი ჩამოდის, რომელთა მეშვეობით ახალგაზრდები ეცნობიან მათთვის უცნობ სიახლეს - რადიომიმღებს. მზაღოს ისე იტაცებს რადიომიმღები, რომ რადიოტექნიკის შესასწავლად ქალაქში წასვლას გადაწყვეტს. გელას მზაღოს ქალაქში წასვლის მიზეზი სხვისი შეყვარება ჰგონია და გაბრაზებული მიდის ქალაქში მზაღოს მოსაძებნად. მაგრამ მათი შეხვედრისას ყველაფერი ნათელი ხდება და გელაც ქალაქში რჩება. ის გადაწყვეტს რადიოინჟნერი გახდეს.
სცენარის ავტორები: შალვა ხუსკივაძე, ლევ პუში
ოპერატორები: ვლადიმირ პოლიკარპოვი, ვლადისლავ პოზნანი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: რიმა მხეიძე (მზაღო), ლევან (ლელიკო) ხოტივარი (გელა), ალექსანდრე წითლიძე (ტურისტი), სიკო ვაჩნაძე (ხევსური), ოლგა კეჟერაძე (მზაღოს დედა)
ხანგრძლივობა: 65'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“