განწირულნი (1930)

რეჟისორი: ლევ  პუში

სიუჟეტი: პირველი მსოფლიო ომი. საფრანგეთში მყოფი რუსი ჯარისკაცები იგებენ, რომ მათ სამშობლოში რევოლუციაა და უკან დაბრუნებას ითხოვენ. საფრანგეთის მთავრობა მათ საკონცენტრაციო ბანაკში გზავნის. ჯარისკაცები ჩერნოვის მეთაურობით აგრძელებენ სამშობლოში დაბრუნებისთვის ბრძოლას, ჩერნოვი გარბის ბანაკიდან. აქ ხვდება ვინმე რიბოს, რომელიც მოტყუებით რუს ჯარისკაცებს მაროკოში, უცხოეთის ლეგიონში უპირებს გამგზავრებას. ჯარისკაცები გემზე, გამგზავრების წინ შეიტყობენ ამ ინფორმაციას, შეიპყრობენ გემის ეკიპაჟს და გემს რუსეთისკენ წაიყვანენ.

სცენარის ავტორები: ლევ პუში, ა.გიდონი (ბ.შარანსკის ლიბრეტო)

ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე

მხატვარი: ლადო გუდიაშვილი

როლები: ნ.კოლომენსკი (ჩერნოვი), გ.ეგოროვა-დოლენკო (ლუიზა, მსახური ქალი), ა.მარტინოვი (შინაური მტერი), შალვა ხუსკივაძე (ხრუშჩოვი, პოლკოვნიკი), ი.მაროტი (რიბო), 

ხანგრძლივობა: 68'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“