გაყრა (1930)
რეჟისორები: გიორგი მაკაროვი, ვ.როგოვსკი
სიუჟეტი: ბათუმის ნავსადგურში გემიდან გადმოსატვირთია სასოფლო-სამეურნეო მანქანები. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მტვირთავებს პირველ რიგში მათ გადმოტვირთვას სთხოვთ სოფლად სამუშაოების დროული ჩატარების აუცილებლობის გამო. მტვირთავები დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ. უფროსი ამხანაგების საქციელით აღშფოთებული კომკავშირლები, ბესოს მეთაურობით, თავად გადმორტვირთავენ მანქანებს. ამის შემდეგ ძველი მტვირთავი, სერგო შეიჯავრებს ბესოს. მისი ქალიშვილი კატო კი, მამის ნების საწინააღმდეგოდ ცოლად მიჰყვება ბესოს. მაგრამ ბესოც სერგოსავით უკრძალავს კატოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას. ცოლი მას მხოლოდ შინამოსამსახურედ უნდა. კატო თავისი შვილით მამამისთან ბრუნდება. ამასობაში ნავსადგურში ცვლილებებია. მექნიზაციის გამო მტვირთავების შრომა საგრძნობლად მსუბუქდება. სერგო ურიგდება ბესოს. რიგდებიან ახალგაზრდებიც. კატო საზოგადოებრივ სასადილოში იწყებს მუშაობას.
სცენარის ავტორი: პიოტრ მორსკოი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ლადო გუდიაშვილი
როლები: კირილე მაჭარაძე (სერგო), ალექსანდრა თოიძე (კატო), ალექსანდრე ჯალიაშვილი (ბესო)
ხანგრძლივობა: 70'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“