უგუბზიარა (1930)
რეჟისორი: დავით რონდელი
სიუჟეტი: ჯოტო აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში სახელგანთქმული ექიმბაშია, თუმცა მან თავისი უმეცრებით ბევრ ავადმყოფს მოუსწრაფა სიცოცხლე. ჯოტოს მორიგი მსხვერპლის შემდეგ სოფლის კომკავშირლები და სოფლის საბჭო საავადმყოფოს აშენებას გადაწყვეტენ. საჭირო სახსრების შესაკრებად კომკავშირლები დოღს აწყობენ. პირველობისთვის ჯოტო და ერთ-ერთი კომკავშირელი იბრძვიან. ჯოტო მარცხდება, მაგრამ თანასოფლელების გულის მოსაგებად თავისი წვლილი შეაქვს მშენებლობის ფონდში. ჯოტო ყველანაირად ცდილობს სახელი გაიტეხოს ახალაშენებულ საავადმყოფოს. იქ უიმედო ავადმყოფებს აგზავნის, მათი დაღუპვა კი თანასოფლელების უნდობლობას იწვევს. ისინი საავადმყოფოს დახურვას ითხოვენ. მაგრამ ერთხელაც ჯოტოს შვილი დოღისას ცხენიდან ვარდება. ჯოტო ვერ ბედავს „ოპერაციის“ ჩატარებას. მის ცოლს შვილი საავადმყოფოში მიჰყავს. ექიმები მას სიკვდილისგან იხსნიან. სოფელი რწმუნდება ექიმბაში უსუსურობაში, საავადმყოფოსადმი ნდობა კი იზრდება.
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, დავით რონდელი
ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, ვლადიმერ კერესელიძე
მხატვარი: შალვა მამალაძე
როლები: ვასილ (ვასო) არაბიძე (ჯოტო), ნუცა ჩხეიძე (ჯოტოს ცოლი), ვიქტორ გამყრელიძე (კონდრატი), გიორგი გუნია, გ.ლაკობა (კომკავშირელი აქტივისტები), მიხეილ ჭავჭავაძე (III) (კადირი, ჯოტოს მეგობარი), მარგარიტა ქილარჯიშვილი (კონდრატის ცოლი), იოსებ ასლანიშვილი (ექიმი), ლ.ვირსალაძე (ექთანი), ტიტე ბუკია (გაჯი, ჯოტოს ვაჟი), ეკატერინე (ცაცა) ამირეჯიბი (ეპიზოდი)
ხანგრძლივობა: 77'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“