დამკვრელი (1931)
Дело доблести
რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
სიუჟეტი: ახალგაზრდა მუშების ორი დამკვრელი ბრიგადა კომისიას ახლად დამთავრებულ ნავთობსადენს ამთავრებს. აღმოჩნდება ნაკლი, რომელიც ერთ-ერთი ბრიგადის წევრს, ლადოს ბრალდება და ის სამჭედლო საამქროში გადაჰყავთ. ბრიგადებს შორის ისევ სოციალიტური შეჯიბრებაა. პირველი ბრიგადიდან მოულოდნელად იკარგება ჩარხის დეტალი, რომელიც მთელი მუშაობის ჩაშლას გამოიწვევს. დეტალის მოპარვას მეორე ბრიგადის ხელმძღვანელს აბრალებენ, თუმცა მალე გამოირკვევა, რომ ის ლადოს მოუპარავს შურისძიების მიზნით. საერთო კრებაზე ლადოს განთავისუფლებას მოითხოვენ, მაგრამ ახალგაზრდა მუშას ოსტატი გამოექომაგება და მისი შუამდგომლობით ლადო ქარხანაში რჩება. შეჯიბრებაში ჩაბმული ბრიგადები ვადამდე ასრულებენ გეგმას, მათ სურათებს წითელ დაფაზე გამოაკრავენ.
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
როლები: სიკო ფალავანდიშვილი (მუშა), ე.მარტინიანი (კომკავშირელი გოგონა), არკადი ხინთიბიძე (მუშის მეგობარი), გ.ბერძენიშვილი (ლადო)
ხანგრძლივობა: 60'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“