ნამდვილი კავკასიელი (1931)
რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: მოლარე ზნაჩკოვსკი გატაცებით კითხულობს წიგნებს კავკასიის ხალხთა ყოფა-ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებებზე. მოლარის ცოლი შემთხვევით გაიცნობს ქართველ კინომსახიობს და ოჯახში მიიწვევს. მსახიობის ნაამბობით მოხიბლელი ქალი მასთან ერთად საქართველოში წასვლას გადაწყვეტს. მაგრამ უკანასკნელ წუთს სახლში ბრუნდება. მის მაგივრად საქართველოში ცოლის საძებნელად წასული ქმარი აღმოჩნდება. ის ეცნობა თბილისს და მის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქის ეგზოტიკით მოხიბლული ზნაჩკოვსკი შინ „ნამდვილ კავკასიელად“ ბრუნდება: ჩოხაში გამოწყობილი, ბოხოხი ქუდითა და წუღა-მესტით. მაგრამ ეს სამოსელი ისეთი სახათაბალო გახდება, რომ ზნაჩკოვსკი ყოველივე კავკასიურის მოწინააღმდეგე ხდება.
სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
მონტაჟი: ე.გაბრიელი
როლები: პაველ ზნაჩკოვსკი (მოლარე), სოფია ჟოზეფი (მისი ცოლი), ა.აშიმოვა (მათი მეგობარი ქალი), დიმიტრი ყიფიანი (კინომსახიობი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ეპიზოდი)
ხანგრძლივობა: 50'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“