ტანია ფრონტზე (1931)

Труба трубит тревогу

რეჟისორი: ზაქარია (შაქრო) ბერიშვილი

ჟანრი: აგიტფილმი

სიუჟეტი: 14-15 წლის ობოლი გოგონა ტანია კულაკთან შინამოსამსახურედ მუშაობს. მისი მძიმე შრომის შემსწრე გახდებიან პიონერები, რომლებიც კულაკის სახლის ახლოს ბანაკდებიან. ისინი ურჩევენ ტანიას პიონერთა რაზმში ჩაეწეროს, მაგრამ პიონერთა რიგებში მიღებამდე მას დავალებას აძლევენ: ტანიამ პაკეტი უნდა მიიტანოს პიონერთა ბანაკში. მრავალი ფათერაკის შემდეგ ტანია მშვიდობით მიაღწევს დანიშნულების ადგილს. მას საზეიმო ვითარებაში მიიღებენ  პიონერთა რიგებში.

სცენარის ავტორი: ალექსანდრ ანოშჩენკო (თემა ხრისანფ  ხერსონსკის)

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვარი: შალვა მამალაძე

როლები: ლ.გლუშჩენკო (ტანია)

ხანგრძლივობა: 65'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“