ხაბარდა (1931)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: სატირული კომედია
სიუჟეტი: ქალაქის გარეუბანში დგას ეკლესია, რომელიც ხელს უშლის ახალმშენებლობას. ადგილობრივმა საბჭოთა ორგანიზაციებმა ეკლესიის აღება გადაწყვიტეს. ისტორიული ძეგლების დამცველები პროტესტს აცხადებენ. ისინი ცდილობენ მთელი მოსახლეობა აამხედრონ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, კომკავშირლები ანგრევენ ეკლესიას და ასუფთავებენ მოედანს. ამ პროცესში აღმოჩნდება, რომ ეკლესია გასული საუკუნის შუა წლებში ყოფილა აგებული და არავითარ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს.
სცენარის ავტორები: სერგეი ტრეტიაკოვი, მიხეილ ჭიაურელი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე
როლები: სერგეი ზავრიევი (დიომიდე), პ.ჭყონია (ლუარსაბი), შ.ასათიანი (მუშა), სიკო ვაჩნაძე (ტექნიკოსი), ნიკოლოზ გოცირიძე (პოეტი), მიხეილ გელოვანი, ვიქტორ გამყრელიძე, ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე
ხანგრძლივობა: 63'
ხმა: უხმო
ფერი: შავ-თეთრი
„სახკინმრეწვი“