ჰასანი (1932)

რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე 

სიუჟეტი: 1930-იანი წლების აჭარა. ჰასანი და მისი ოჯახი მძიმე შრომას ეწევა. ჰასანს კულაკი იბრაჰიმის ვალი აქვს და მის დასაფარავად ჰასანის ვაჟი, ალი მოჯამაგირედ მუშაობს იბრაჰიმთან. ალი ვერ უძლებს მძიმე ექსპლუატაციას და თავს ანებებს მოჯამაგირეობას. ვალში იბრაჰიმი ხარ-კამეჩს წაართმევს ჰასანს. ამას თან დაერთვის სტიქიური უბედურებაც - თავსხმა წვიმები წალეკავს მის ყანას. სრული განადგურებისგან თავდასახსნელად ჰასანი კოლმეურნეობაში შედის. იბრაჰიმის წაქეზებით ჰასანის ძმა ჩაის პლანტაციაში საქონელს შერეკავს. აღშფოთებული კოლმეურნეები პასუხისგებაში აძლევენ იბრაჰიმს.

სცენარის ავტორები: გიორგი ცაგარელი, კოტე მიქაბერიძე

ოპერატორები: ვლადიმერ კერესელიძე, ბ.ბაში

მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი

წარწერების ავტორი: ვ.როგოვსკი

როლები: ვასო არაბიძე (ჰასანი), ოლგა კეჟერაძე (ფატმა, ჰასანის ცოლი), ალექსანდრე თაყაიშვილი (ალი), ნინა სამუკაშვილი (გულნარა), მერი ერისთავი (კომკავშირელი გოგონა), აბო ზარდიაშვილი (მოჯამაგირე), კირილე მაჭარაძე (იბრაჰიმი), დიმიტრი სუხატაშვილი- გლდანელი (ისმაილი, კულაკი), ი.ასკურავა (კოლმეურნე ქალი) 

ხანგრძლივობა: 65'

ხმა: უხმო

ფერი: შავ-თეთრი

 

„სახკინმრეწვი“