ჟუჟუნას მზითევი (1934)
რეჟისორი: სიკო ფალავანდიშვილი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: ახალგაზრდა ღარიბი გლეხი ვარდენი მდიდარი ცოლის შერთვით ცდილობს ცხოვრების აწყობას, მაგრამ მისი სიღატაკის გამო მაჭანკლებიც ვერაფერს აწყობენ. კულაკი გალაქტიონი დახმარებას სთავაზობს და თავის საქმეში აბამს ვარდენს, მაგრამ აქაც მარცხს განიცდის და ძლივს დაიძვრენს თავს ხიფათისგან. ამ დროს კოლმეურნეობაში ავად ხდება მოხუცი მჭედელი. მისი ქალიშვილის, ჟუჟუნას წინადადებით სამუშაოს ვარდენს შესთავაზებენ. ვარდენი შრომისმოყვარეობას გამოიჩენს და მალე კოლმეურნეობის დაფასებული წევრი ხდება. მას შეუყვარდება ჟუჟუნა და ცდილობს მისი მზითევის სიდიდის გამორკვევას, თუმცა პასუხად იღებს, რომ ირგვლივ ყველა ბაღ-ვენახი, ყანა და კოლმეურნეობის მთელი სიმდიდრე მისი, ჟუჟუნასია.
ამასობაში გალაქტიონი ელის ხელსაყრელ მომენტს, რათა ვარდენის დახმარებით გაიტაცოს კოლმეურნეობის ცხენები, მაგრამ ვარდენი ხელშეწყობის ნაცვლად თავად დააბრუნებინებს ცხენებს და მასაც დააკავებს.
სცენარის ავტორი: სიკო ფალავანდიშვილი
ოპერატორი: ვლადისლავ პოზნანი
მხატვარი: შალვა მამალაძე
როლები: გიორგი გაბელაშვილი (ვარდენი), კირილე მაჭარაძე (მოხუცი მჭედელი), ალექსანდრა თოიძე (ჟუჟუნა), ილია მამფორია (გალაქტიონი), არკადი ხინთიბიძე (ყრუ-მუნჯი), დ.ალავიძე (კოლმეურნე), პეტრე ჯალაღანია (კოლმეურნეობის თავმჯდომარე), კ.ხინთიბიძე (ბიჭი), ქეთევან ანდრონიკაშვილი (ჟუჟუნას მამიდა)
ხანგრძლივობა: 80'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
ფილმი გახმოვანებულია 1965 წელს. ხმის ოპერატორი: ვასილ დოლიძე
გახმოვანების რეჟისორი: ლევან ხოტივარი
"სახკინმრეწვი"