უჟმური (1934)

რეჟისორი: ნუცა (ნინო) ღოღობერიძე

სიუჟეტი: სამეგრელოს დიდი ნაწილი ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. საუკუნეების  განმავლობაში მისი მცხოვრებლები ებრძოდნენ ბოროტ სენს - მალარიას. საბჭოთა ხელისუფლება იწყებს ბუნების ხალხის სასიკეთოდ გარდაქმნას. იგება კაშხლები და დამბები, იჭრება არხები ჭაობის დასაშრობად. არხი იჭრება უჟმურის ველზეც. ხალხური გადმოცემით უჟმური მწვანე დედოფლის - გომბეშოს სამფლობელოა. ხალხის მტრები სარგებლობენ ამ ცრურწმენით. კულაკი ფარნა გაუვალ ჭაობში იტყუებს არხის მშენებლებს, კომკავშირლებს ქავთარს და გვადის, რათა შემდეგ უჟმურს მიაწეროს მათი დაღუპვა და დააშინოს ხალხი. მაგრამ კომკავშირლები ახერხებენ მეგობრის სიკვდილისგან დახსნას.

სცენარის ავტორი: შალვა დადიანი, ნუცა ღოღობერიძე

ოპერატორი: შალვა აფაქიძე

მხატვარი: მიხეილ გოცირიძე

როლები: კოტე დაუშვილი (ფარნა), მ.ჩიქოვანი (ქავთარი), ნ.ჩხეიძე (მარიამი, ქავთარის დედა), ნ.იაშვილი (გოჩა, მწყემსი), ი.ჯორჯაძე (ცირუ, ფარნას ქალიშვილი), ო.ღოღობერიძე (იაგუნდისა, ექიმბაში), მ.წითლიძე (კიწი), იოსებ სლუცკერი (გვადი)

ხანგრძლივობა: 55'

ფერი: შავ-თეთრი

 

"სახკინმრეწვი"