მდინარის გაღმა (1935)
რეჟისორი: ზაქარია (შაქრო) ბერიშვილი
სიუჟეტი: მოხუცი ლეკის ამზათი შვილიშვილებთან, აჯარსა და რამაზანთან ერთად ცხოვრობს. რამაზანი ტრაქტორისტია. ახალგაზრდებთან სტუმრად დადის მათი მეგობარი, კომკავშირელი ჯანგირი. ეს არ მოსწონს ვაჭარ მირზას, რომელიც აჯარი ცოლად უნდა. საბჭოთა მეურნეობის საწყობის გამგის, ბიგაისგან ის იგებს, რომ ჯანგირი რამაზანის მამის მკვლელის შვილია და ამას ამზათსა და რამაზანს ატყობინებს. მოხუცი მოითხოვს სისხლის აღებას. რამაზანი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ პირისპირ შეხვედრისას განზრახვაზე უარს ამბობს. მაშინ ამზათი მირზას სთხოვს ჯანგირის მოკვლას. აჯარი, რომელსაც უყვარს რამაზანი, მის გაფრთხილებას ცდილობს.ქალიშვილს მირზა გადაეყრება და დააკავებს მას. რამაზანი და ჯანგირი მიეშველებიან და მირზას შეიპყრობენ. დაჭრილი აჯარი საავადმყოფოში მიჰყავთ. საბოლოოდ, ამხილებენ მეორე ბოროტმოქმედს, ბიგაის, რომელიც ყოფილი ბოქაული აღმოჩნდება.
სცენარის ავტორი: ილო მოსაშვილი
ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
როლები: ალექსანდრე იმედაშვილი (ამზათი), გ.ბრეგვაძე (რამაზანი), ლილი ყიფიანი (აჯარი), კოტე დაუშვილი (ბიგაი), გიორგი ჯავაშვილი (მირზა), მ.გლდანელი (ტრაქტორისტი), მ.სუხიტაშვილი (ყარამანი), ივანე გვინჩიძე (ჯანგირი), მ.გოცირიძე (რამაზანი ბავშვობაში)
ხანგრძლივობა: 55'
ფერი: შავ-თეთრი
"სახკინმრეწვი"