არშაულა (1935)

რეჟისორი : დავით რონდელი

სიუჟეტი: კავკასიის მთებში აღმოჩენილია მეტად საჭირო მადნის - ანდეზიტის დიდი მარაგი. მისი სწრაფი მოპოვებისთვის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ააფეთქოს არშაულას მთა. მაგრამ მთა "წმინდად" არის მიჩნეული და, მორწმუნეთა აზრით, ხელშეუხებელია. კულაკები ცდილობენ ხელი შეუშალონ ანდეზიტის მოპოვებას და მისი ხელმძღვანელის, ლევანის ოჯახზე ავრცელებენ ჭორებს და კონფლიქტში ითრევენ მის მეუღლეს, სიმამრს, ბერდიას და იბირებენ თავის მხარეზე. სოფლის კრებაზე საბოლოოდ გადაწყდება მთის აფეთქება. სოფელი ახალ ადგილზე გადასახლდება, მაგრამ ბერდია განაგრძობს წინააღმდეგობას. მოჯამაგირე ნასყიდა ამხელს მას, რის გამოც ბერდია მის დაღუპვას გადაწყვეტს. აფეთქების წინ ის მიდის მთის მახლობლად კოშკში დამალული ნაძარცვი ქონების წამოსაღებად და ნასყიდასაც წაიყოლებს. ნასყიდა კოშკში ჩაკეტილი აღმოჩნდება და აფეთქებისას იღუპება. ქონებით დატვირთული ცხენი მილიციის ხელში აღმოჩნდება, მის პატრონს ამოიცნობენ და  ბერდიას აპატიმრებენ. 

სცენარის ავტორი: ილო მოსაშვილი

ოპერატორები: დავით კანდელაკი, შალვა აფაქიძე, ვლადიმერ პოლიკარპოვი

მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე

როლები: ცეცილია წუწუნავა (ქადაგის ქვრივი), ქთევან ჯაფარიძე (ნუნუ), ზაალ ტერიშვილი (ბერდია, ნუნუს მამა), გაიოზ მელიავა (ლევანი, ბერდიას სიძე), ელენე სენიჩევა-ესაკია (ინჟინერი ქალი), პ.ბონდარევი (ზადიხაილო, კულაკი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მაია), ნ.ბადურაშვილი (ნასყიდა), კოხტა ყარალაშვილი (კობა), ნიკოლოზ მამულაშვილი (ხევისბერი)

ხანგრძლივობა: 71'

ფერი: შავ-თეთრი

 "სახკინმრეწვი"