ორი მეგობარი (1937)

რეჟისორი: ივანე პერესტიანი

სიუჟეტი: ნინია უკანონოდ ყიდის კოლმეურნეობის კუთვნილ ძროხას. პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ის შინიდან გარბის და მიატოვებს თავის პატარა ძმისშვილს, ლამარას. ლამარას კოლმეურნე მწყემსის, დავითის ოჯახი შეიფარებს. აქ ის თავის ტოლ ბესას უმეგობრდება. ერთ ღამეს ნინია სოფელში შემოიპარება  და კოლმეურნეობის ცხვრის ფარას შერეკავს რკინიგზის ხიდზე, სადაც მალე მატარებელმა უნდა გაიაროს. ლამარა და ბესა პირველები იგებენ ცხვრების დაკარგვას, ძაღლის მეშვეობით პოულობენ მათ და ნინაიასთან შერკინებაშიც გამარჯვებულები გამოდიან.

სცენარის ავტორები: ილო მოსაშვილი, ივანე პერესტიანი

ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე

მხატვარი: მიხეილ გოცირიძე

კომპოზიტორი: ივანე  გოკიელი

ხმა: ვ.კოტოვი

როლები: ლამარა ჩიქოვანი (ლამარა), ვლადიმერ მილორავა (ბესა), აკაკი ხორავა (კოლმეურნეობის თავმჯდომარე), ზაქარია ბერიშვილი (ნინია), გიორგი როსება (დავითი)

ხანგრძლივობა: 35'

ფერი: შავ-თეთრი

"სახკინმრეწვი"