ქაჯეთი (1936)

რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე

სიუჟეტი: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი თავისი რაზმების თანხლებით მიეშურებიან  ქაჯეთის ციხისკენ, სადაც დატყვევებული ნესტან-დარეჯანი ეგულებათ. ქაჯები ციხის მისადგომებთნ მისასვლელ ხიდს დაანგრევენ, თუმცა მეგობრები ამ დაბრკოლებას გადალახავენ და ციხე-სიმაგრეში შეიჭრებიან. სასტიკ ბრძოლაში ისინი ამარცხებენ ციხის მცველებს და საპყრობილედან ათავისუფლებენ ნესტან-დარეჯანს.

სცენარის ავტორი: კოტე მიქაბერიძე ("ვეფხისტყაოსნის"ერთ-ერთი თავის მიხედვით)

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: შალვა მშველიძე

ხმის ოპერატორი: რ.ლაპინსკი

ხმის გამფორმებელი: ვასილ დოლენკო

როლები: თამარ ციციშვილი (ნესტანი), კოხტა ყარალაშვილი (ტარიელი), შ.ხოფერია (ავთანდილი), ს.კანდელაკი (ფრიდონი)

ხანგრძლივობა: 35'

ფერი: შავ-თეთრი

"სახკინმრეწვი"