დაგვიანებული სასიძო (1939)

რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე

   

სიუჟეტი: ახალგაზრდა მოწინავე კოლმეურნე სანდრო  დედასთან ერთად ახალ ბინაში გადადის, მას ახლა შეუძლია ცოლი შეირთოს და რჩეულიც ჰყავს, მაგრამ მოკრძალებული ყმაწვილი ვერ უმხელს მას თავის გრძნობას, მაროს კი ეჭვი ეპარება მის სიყვარულში, რადგან მასთან ერთად ხშირად ხედავს ქალიშვილის, რომელიც ფიზკულტურის ინსტრუქტორად მუშაობს სოფლის კლუბში. თუმცა გაუგებრობა მალე აღმოიფხვრება, სპორტით გატაცება ხელს უწყობს სანდროს დაძლიოს მორცხვობა.

სცენარის ავტორები: კარლო გოგოძე, ვლადიმერ კარსანიძე 

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, კ.კვალიაშვილი

კომპოზიტორი: შალვა მშველიძე

ხმა: როსტისლავ ლაპინსკი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: თამარ ციციშვილი (მარო), ალექსანდრე ომიაძე (სანდრო), ალექსანდრე კვალიაშვილი (ლუკა, სანდროს მეგობარი), ცეცილია წუწუნავა (ელისაბედი, სანდროს დედა), ზაალ ტერიშვილი (ნიკოლოზი, მაროს მამა), შოთ ნოზაძე (შოთა, კოლმეურნე), ჩიტოლია ჩხეიძე (ცეცილია, მაროს მეგობარი), კირილე მაჭარაძე (კირილე, კოლმეურნეობის თავმჯდომარე), თამარ ბერიძე (თამრო, კირილეს ქალიშვილი, ინსტრუქტორი), ნადეჟდა სირბილაძე (ლიზა, ლუკას ცოლი), ელიზბარ იმერელი (ელიზბარი), გიორგი ჩახავა (ახალგაზრდა კოლმეურნე), ნიკოლოზ კაჭარავა, გ.თოფურია, დ.ბრეგვაძე (ფეხბურთელები)

ხანგრძლივობა: 85'

ფერი: შავ-თეთრი

"თბილისის კინოსტუდია"

ფილმი 1966 წელს აღადგინა რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ