შავ მთებში (1941)
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სიუჟეტი: შორეულ მთებში, სერბების სოფელში ოკუპანტები ძარცვავენ მოსახლეობას, ხვრეტენ ურჩებს. სოფლის მცხოვრებლები ტყეში გარბიან და პარტიზანულ რაზმს ქმნიან. რაზმი ნაღმავს გზას, რათა სოფლისკენ არ გაატაროს დამსჯელი რაზმი. მაგრამ პარტიზანებს არ აქვთ ბიკფორდის ზონარი. ამფეთქებელს გარდაუვალი დაღუპვა ელის. ამ საქმეს ახალგაზრდა მარკო კისრულობს.
სცენარის ავტორი: ბელა ბალაში
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვარი: რომან სიუტა
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმა: როსტისლავ ლაპინსკი
როლები: შალვა დადიანი (სტეფანე), კირა ანდრონიკაშვილი (სტეფანეს ცოლი), რ.სისორდია (მარკო), ივანე გვინჩიძე (მილოში), ე.აფაქიძე (ზდენკა), დუდუხანა წეროძე (ანდია), ნიკოლაი გორლოვი (გერმანელი უნტერ-ოფიცერი), დიმიტრი მჟავია (ლიუბომირი), ოთარ კობერიძე (ბესარაბიელი პარტიზანი)
ხანგრძლივობა: 30'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"