ცანის ხეობის საუნჯე (1941)
რეჟისორი: ზაქარია ბერიშვილი
ჟანრი: სათავგადასავლო
სიუჟეტი: ახალგაზრდა გეოლოგების ჯგუფი კავკასიონის მთებში ცანის ხეობის დაზვერვას შეეცდება. მაგრამ გეოლოგებს მთასვლელთა გამოცდილება აკლიათ და მათი ცდა მიზანს ვერ აღწევს.გეოლოგები ხელმეორედ აწყობენ ლაშქრობას გამოცდილი მთასვლელების, ახალგაზრდა ინჟინრების - ოსიკოსა და ტიტეს ხელმძღვანელობით. მადნის შრის სიმძლავრის დასადგენად გეოლოგები მთის მწვერვალზე არიან. უეცრად ამოვარდება ქარიშხალი. საფრთხეში მყოფ გეოლოგთა საშველად, მთასვლელთა სადგურიდან გაემართება მაშველთა რაზმი. გეოლოგები ახორციელებენ თავიანთ ამოცანას და მშვიდობით ბრუნდებიან უკან.
სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი
ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: რევაზ გაბიჩვაძე
ხმა: ო.გეგეჭკორი
მონტაჟი: ე.გაბრიელი
როლები: ალექსანდრა თოიძე (თინა), კირილე მაჭარაძე (პროფესორი), კ.გეგენავა (ოსიკო), გიგა ბრეგვაძე (ტიტე), დ.ალავიძე (დათიკო), დავით ბრეგვაძე (სანდრო), ტიტო ბარამიძე (მიტო), კოხტა ყარალაშვილი (პავლე), ა.წითლიძე (გეოლოგიური სამმართველოს უფროსი)
ხანგრძლივობა: 60'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"