ფორპოსტი (1941)

რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე

სიუჟეტი: 1941 წლის 22 ივნისი. საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვართან არსებულ მუზეუმში დღე ჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ შუადღისას მუზეუმის ეზოში გასისხლიანებული ცხენოსანი შემოიჭრა. ეს იყო საგუშაგოს მეთაური. მუზეუმის დირექტორმა, მისმა ცოლმა, მებაღემ და მეთაურმა სახელდახელო ბარიკადი აღმართეს. მალე ფაშისტთა მოტოკოლონაც გამოჩნდა. მუზეუმის დამცველებმა გააფთრებით იბრძოლეს და მაშველი ძალის   მოსვლამდე იგერიებდნენ მტერს.

სცენარის ავტორები: ივანე პერესტიანი, პიოტრ მორსკოი

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: ივანე გოკიელი

ხმა: ბ.იაკობაშვილი

როლები: ა.ზაგორსკი (მუზეუმის დირექტორი), დ.ნეგინა (მისი ცოლი), ანატოლი სმირანინი (გერმანელი ოფიცერი), ბ.ვიაზემსკი (ეგორიჩი)

ხანგრძლივობა: 17'

ფერი: შავ-თეთრი 

 

"თბილისის კინოსტუდია"