მშვენიერი ელენე (2022)

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

სიუჟეტი: კინოპროდიუსერის პროფესიის 5-წლიანი სწავლის შემდეგ, ელენე ნიუ იორკიდან ბრუნდება თბილისში და აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა. უახლოესი მეგობრის,  ანას დახმარებით, ელენე უკავშირდება ერთ დროს ცნობილ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით კრიზისში მყოფ კინორეჟისორ გაბრიელ ორბელს. გასაუბრების შემდეგ ელენე გაბრიელთან საცდელი ვადით იწყებს თანაშემწედ მუშაობას. მეორე დღეს ისინი იმ ადგილების მოსაძებნად მიდიან, რომლებიც გაბრიელს მომავალი ფილმის ეპიზოდების გადასაღებად წარმოუდგენია.

სცენარის ავტორები: რულოფ იან მინებუ (თანასცენარისტი), გიორგი ოვაშვილი

ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი, მარცი რაგალი

მხატვარი: თეიმურაზ ხმალაძე

კოსტუმების მხატვარი: ანა მაისურაძე

მონტაჟი: მესუტ ულუტას

როლები: დიმიტრი ღვთისიაშვილი (გაბო), ნათია ჩიქვილაძე  (ელენე), რუსუდან ბოლქვაძე (დედა), დარეჯან ხარშილაძე, ანა მახარაძე (ანა), სალომე ფაღავა (თამარი), ვასილ გაბაშვილი (სანდრო),  თემურ გოგინავა (მიშკა)

ხანგრძლივობა: 92'

ფერი: ფერადი

 

"ვაგონეტ ფილმზ"