ახალგაზრდა მსროლელი (1939)

ანიმაცია

რეჟისორი: კოტე ჭანკვეტაძე

სიუჟეტი: მოგვითხრობს ბავშვებზე, რომლებიც სროლის ხელოვნებას ეუფლებიან. ნიკო თავის ძაღლთან ტყეში სანადიროდ მიდის, მაგრამ ვერაფერს მოინადირებს, რადგან სროლა არ იცის. ფრინველები და ცხოველები დასცინიან.  მის დასახმარებლად მოდის პიონერი, რომელიც შესანიშნავი მსროლელია. მას ნიკო ტირში მიჰყავს, სადაც დეტალურად უხსნის სროლის ტექნიკას და სხვადასხვა ხერხებს. ნიკო სწრაფად სწავლობს მიზანში სროლას.

სცენარის ავტორი: ბ.მაღლაკელიძე

მხატვარი: ვ.ჩიკვაიძე

ოპერატორი: ივანე კერესელიძე

კომპოზიტორი: რევაზ გაბიჩვაძე

ხმა: ვლადიმერ დოლიძე, ვასილ დოლენკო

ხანგრძლივობა: 9'42''

ფერი: შავ-თეთრი

"თბილისის კინოსტუდია"