ზვიგენის კბილი (1959)

რეჟისორი:  შალვა გედევანიშვილი

     

სიუჟეტი: ღარიბი ძმები, ალი და ჰუსეინი ღრუბლის მომპოვებელთა ხიფათით სავსე, მძიმე შრომით არჩენენ ოჯახს. ერთხელ, ღია ზღვაში გასულთ, ზვიგენი დაესხათ თავს. მასთან ბრძოლაში დაღუპული უფროსი ძმის ნაცვლად ამიერიდან უმცროსს უხდება ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა, მაგრამ მას სწამს, რომ როცა დავაჟკაცდება, დუხჭირ ცხოვრებას თავს დააღწევს.

სცენარის ავტორი: ოთარ ჩიჯავაძე (მისივე მოთხრობის მიხედვით)

ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ბორის ბურავლიოვი

მხატვრები: ზურაბ მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: დავით ლომიძე, ევგენი მასი

როლები: საბრი ჩოლოევი (ალი), რეზო მჭედლიშვილი (მუქფი), გოგი თვალავაძე (ბარეკი), გიორგი შავგულიძე (აბდელკადერი), კირა ანდრონიკაშვილი (ალის დედა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ომარი), ალექსანდრე კუპრაშვილი (ლარბი), არსენ აბრამიშვილი (ჰუსეინი), ილია ნაბატოვი (რენარი), ვახტანგ ბაბუნაშვილი, ერასტი ბილანიშვილი, მ. ლეზგიშვილი, თემურ ჩაჩავა, მაკა ცქიტიშვილი, თ. გერსამია, ბ. რიშკოვი, ა. ჯორბენაძე

ხანგრძლივობა: 70'

ფერი: ფერადი

 

კ/სტუდია "ქართული ფილმი"