სად არის შენი ბედნიერება მზია (1959)
На пороге жизни
რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
ჟანრი: მელოდრამა
სიუჟეტი: სკოლის დამთავრების შემდეგ მზიასა და ელგუჯას კლასი სოფელში სამუშაოდ დარჩენას გადაწყვეტს. მაგრამ მზიას დედას სხვა გეგმები აქვს: მისმა ქალიშვილმა თბილისში უნდა ისწავლოს, რომ მასავით სოფელში ცხოვრება არ მოუწიოს. მზია დედასთან ერთად ბიძის აგარაკზე ბინავდება, რათა მისაღები გამოცდებისთვის მოემზადოს. აქ ჩნდება ახალგაზრდა ინჟინერი ლადო, რომელიც ვერიკოსთვის იდეალურ სასიძოს წარმოადგენს კარგი შესახედაობით,თავაზიანობით და თავისი "ვოლგით". მზიაც მოხიბლულია, თუმცა ქალაქგარეთ გასეირნებისას ლადო თავაზიანი თაყვანისმცემლიდან მოურიდებელ მოძალადედ იქცევა. შეურაცხყოფილი მზია წყვეტს მასთან ყოველგვარ კავშირს და დედის წინააღმდეგობის მიუხედავად სოფელში ბრუნდება მეგობრებთან და თავის ელგუჯასთან.
სცენარის ავტორი: იური კროტკოვი, გ.ჩიქოვანის მოთხრობის "სიყვარულის" მიხ.
ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
სიმღერების ტექსტი: მორის ფოცხიშვილი
ხმა: რაფიელ კეზელი
მონტაჟი: ელენა ბეჟანოვა
როლები: ლეილა აბაშიძე (მზია), ოთარ ხატიაშვილი (ლადო), გოჩა აბაშიძე (ელგუჯა), აკაკი ხორავა (შალვა), დუდუხანა წეროძე (ვერიკო, მზიას დედა), ირაკლი უჩანეიშვილი (ავთანდილი), დავით ძიგუა (გიორგი), რამაზ ჩხიკვაძე (აგრონომი), ჩიტოლია ჩხეიძე (ტასო), ციცინო გელოვანი (ნინუკა), თინათინ სეფერთელაძე (ნათელა), მერი ლომიძე (მიმი), ნანა მაღალაშვილი (რაისა), მიხეილ ურუშაძე (ივანე), თენგიზ ამირანაშვილი (ნიკო), ნოდარ პიპინაშვილი (თეიმურაზი),
ხანგრძლივობა: 80'
ფერი: ფერადი
კ/ს "ქართული ფილმი"