თეთრი ქალიშვილი (1962)
რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სიუჟეტი: სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბაჭუა სოფელში ბრუნდება. მას კოლმეურნეობის ბრიგადირად ირჩევენ. ბრიგადის წევრთა ჩამოვლის დროს ის თავის სკოლის ამხანაგს, ნათიასაც ეწვევა. ნათია ფიზიკურად სუსტია, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და მხოლოდ თავის ავადმყოფობაზე ფიქრობს. ბაჭუას მოსვლას სიცოცხლე შეაქვს მის ცხოვრებაში. გოგონას უბრუნდება სიცოცხლის ხალისი, ის ძლევს თავის ავადმყოფობას და შრომის ფერხულში ებმება.
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი თავისივე მოთხრობის მიხედვით
ოპერატორი: იგორ ამასიისკი
მხატვარი: მამია მალაზონია
კომპოზიტორი: ფელიქს ღლონტი
ხმა: თენგიზ ნანობაშვილი
როლებში: მ. გორდელაძე (ნათია), ი. ბურჭულაძე (ბაჭუა), მერი დავითაშვილი (თებრო)
ხანგრძლივობა: 30'
ფერი: შავ-თეთრი
კინოსტუდია "ქართული ფილმი"