ზღვის შვილები (1964)

რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი

    

სიუჟეტი: შავი ზღვის ფსკერიდან ომის წლებში ჩაძირულ სეინერი ამოაქვთ. მისი ეკიპაჟიდან ერთადერთი გადარჩენილი წევრი ვახტანგ ნიჟარაძე ახალგაზრდობას იხსენებს. იხსენებს ეკიპაჟის ცხოვრებას, გმირულ ბრძოლას, შვილს, გურამს, როგორ ვერ შეძლო მან სეინერის დაღუპვის თავიდან აცილება და სინდისის ქენჯნის გამო, როგორ წავიდა ფრონტის წინა ხაზზე.  დღეს სეინერის ამოყვანას მისი შვილიშვილი, უმცროსი გურამი ხელმძღვანელობს და ეს ვახტანგისთვის შვილის გაცოცხლების ტოლფასია.

სცენარის ავტორები: გიორგი ხუხაშვილი, კონსტანტინე პიპინაშვილი გიორგი ხუხაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

ხმა:  რაფიელ კეზელი

როლებში: კოტე დაუშვილი (ბოცო), ირაკლი უჩანეიშვილი (ვახტანგ ნიჟარაძე), ოთარ კობერიძე (გურამი), ლია ელიავა (ლეილა), ნოდარ მგალობლიშვილი (ნოდარი), მანანა ეგაძე (მზია), დოდო აბაშიძე (გოჩა), ვახტანგ ნინუა (ქარჩავა), როდამ ჭელიძე (ელგუჯა), ლია კაპანაძე (ეთერი), ალექსანდრე კუპრაშვილი (ივანე), ლია კაპანაძე (ეთერი), სესიკა (ალექსანდრე) კუპრაშვილი (ივანე), კარლო საკანდელიძე, ნოდარ ფირანშვილი (გიგა), მანუჩარ შერვაშიძე (ამბროსი), სოსო ლაღიძე (გურამი, შვილიშვილი), თინათინ სეფერთელაძე (მაყვალა)

ხანგრძლივობა: 99'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"

 

იხ. Виктор Орлов. Правда и её подобие (в том числе о фильме «Дети моря») -  Советский экран, № 3, 1966. стр. 3

     Мачавариани А.  Поэма о поколениях (Худож. фильм «Дети моря») -  Заря Востока, 14 марта 1965