ჯილდო (1965)

ალმანახი "წარსულის ფურცლები"

რეჟისორი: გიორგი შენგელაია

სიუჟეტი: გიორგი ჯარში მსახურობს და რკინიგზის დეპოს გაფიცულ მუშათა დარბევისას შემთხვევით ერთი მათგანი შემოაკვდება. კარგი სამსახურისთვის მას ოქროს თუმნიანით დააჯილდოებენ. ამის შემდეგ გიორგი მოსვენებას დაკარგავს და პატიების სათხოვნელად მოკლულის დედასთან მიდის.

სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით

ოპერატორი: იგორ ამასიისკი

მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი

კომპოზიტორი: ფელიქს ღლონტი

ხმა: მ.ნიჟარაძე

როლებში: ბონდო გოგინავა (გიორგი), სესილია თაყაიშვილი (დედა), კოტე თოლორაია (უნტერ-ოფიცერი), გივი ბერიკაშვილი (პეტო), კახი კავსაძე (მუშა), კოტე დაუშვილი (ოფიცერი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ოფიცერი)

ხანგრძლივობა: 25'

კინოსტუდია   „ქართული ფილმი“