აბესალომ და ეთერი (1966) 

რეჟისორი: ლეო ესაკია.

   

ჟანრი: ფილმი-ოპერა, მელოდრამა

სიუჟეტი:  ობოლი სოფლელი გოგონასა და კეთილი უფლისწულის ბედკრული სიყვარულის ისტორია. ცოლ-ქმარს შორის ბოროტ დემონად ჩადგება ვეზირი მურმანი, რომელსაც ისეთი თავდავიწყებით შეჰყვარებია თავისი პატრონის ულამაზესი მეუღლე, რომ მის ხელში ჩასაგდებად ჯადოს მიმართავს. ეთერს განუკურნებელი სენი შეეყრება. შველა მხოლოდ მურმანს შეუძლია. აბესალომი ეთერს მურმანს უთმობს. სატრფოსთან დაშორება  აბესალომს სიკვდილამდე მიიყვანს მისი სიკვდილით სასოწარკვეთილი ეთერიც თავს იკლავს.

სცენარის ავტორი: ლეო ესაკია ზ.ფალიაშვილის ოპერის მიხედვით

ოპერატორი: ლევ სუხოვი

მხატვარი:   რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი:  ზაქარია ფალიაშვილი

კოსტიუმების მხატვრები:  ივანე ასკურავა, კოტე კვალიაშვილი

ქორეოგრაფი: ჯანო ბაგრატიონი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლებში: არჩილ მეტონიძე (აბესალომი, მღერის ზურაბ ანჯაფარიძე ), ლალი ხაბაზაშვილი (ეთერი, მღერის მედეა ამირანაშვილი), ნუგზარ შარია (მურმანი), ნანა ყიფიანი (მარეხი, მღერის ნათელა ტუღუში), მეგი წულუკიძე (დედოფალი ნათელა, მღერის ლეილა გოცირიძე), ალექსანდრე ომიაძე (აბიო, მღერის ირაკლი შუშანია), გივი ტორონჯაძე (თანდარუხი), დათო დანელია (სტუმარი რაინდი, მღერის კ.მაღრაძე), ეთერ ჟორდანია (ნანა), ირინე მაღალაშვილი (თავადის ქალი), თამარ ციციშვილი

ხანგრძლივობა:  95'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"