მეზობლები (1970)

ალმანახი "დიდი ხნის წინათ" (1971)

რეჟისორი: რეზო ჭარხალაშვილი

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: მეზობლები: - იპოლიტე და ბაგრატა ერთმანეთს ღორის ყიდვაში ეცილებიან. იპოლიტემ მეზობელს აჯობა, ცხვირწინ ააცალა სანაშენე ღორი და სახლის გზას გაუყენა. მაგრამ ღორთან დაკავშირებული თავგადასავლები ამით არ მთავრდება.

სცენარის ავტორი: რეზო ჭარხალაშვილი აკაკი ბელიაშვილის მოთხრობის მიხედვით

ოპერატორი: იგორ ამასიისკი

მხატვარი: გივი გიგაური

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

ხმა: თენგიზ ნანობაშვილი

მონტაჟი: მარიამ ფრიდონოვა

როლებში: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ვასილ კახნიაშვილი (ბაგრატა), დოდო აბაშიძე (გუჯა), ეთერ მოციქულაშვილი, ც. პაპიაშვილი, ა. გაბინაშვილი, ნ. გაბუნია

ხანგრძლივობა: 27'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია  "ქართული ფილმი"