მოიტაცეს თამარ ქალი (1971)
რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
ჟანრი: მუსიკალური კომედია, მელოდრამა
სიუჟეტი: დათოს ერთი ნახვით შეუყვარდება თამრიკო. მაგრამ მას საქმრო ჰყავს და ახლოს არ იკარებს დათოს. დათოს მეგობრები ქალაგარეთ გაიტყუებენ თამრიკოს, რათა ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოვების საშუალება მისცენ.
სცენარის ავტორი: ლეილა გორდელაძე
ოპერატორი: გენო (გენადი) ჩირაძე
მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმა: თენგიზ ნანობაშვილი
მონტაჟი: რ. გევორქიანი
როლებში: გია ავალიშვილი (დათო), ხათუნა კოტრიკაძე (თამრიკო), გია ფერაძე (ნუგზარი), ვახტანგ კუხიანიძე (თემური), ჰენრიეტა ლეჟავა (აგრაფინა), ვასილ კახნიაშვილი (ვალიკო), ლეილა ძიგრაშვილი (თამრიკოს დედა), შოთა დაუშვილი (თამრიკოს მამა), გიორგი გელოვანი (მოქეიფე), აკაკი (კაკო) ბაქრაძე (კლიმენტი, თამადა), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (მილიციონერი), ერემია სვანაძე (ერემო), ჯემალ ღაღანიძე, ლევან გვეტაძე
ხანგრძლივობა: 71'
ფერი: ფერადი
კინოსტუდია „ქართული ფილმი“