შაშვი, შაშვი, მაყვალი (2023)

Blackbird Blackbird Blackberry (Eng)

რეჟისორი: ელენე ნავერიანი

   

ჟანრი: დრამა

ჯილდოები: 2023. სარაევოს სკფ - "სარაევოს გული" საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ქალი მსახიობი (ეკა ჩავლეიშვილი)

                   2023.  "ახალი ჰორიზონტები" სკფ (პოლონეთი) - მაყურებლის პრიზი

                   2023. "ჯეიმსონ სინე ფესტი" , მიშკოლცის სკფ (უნგრეთი) - ემერიკ პრესბურგერის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, ჟიურის პრიზი, ფიპრესის პრიზი 

                   2023. აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალი (კოტბუსი) - ეკუმენური ჟიურის პრიზი, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შერულებისთვის (ეკა ჩავლეიშვილს)  

                  2023. ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში

სიუჟეტი: ეთერო 48 წლის მარტოხელა ქალია. ის სოფელში ცხოვრობს, საკუთარ მაღაზიას ფლობს და მარტოობას უფრო თავისუფლებად აღიქვამს, ვიდრე პრობლემად. მაგრამ უცებ მასში ვნება იფეთქებს და წლობით გათვლილ მშვიდ სიბერეს კითხვის ქვეშ აყენებს.

სცენარის ავტორები: ნიკოლოზ მდივანი, თამთა მელაშვილი (რომანის ავტორი), ელენე ნავერიანი

ოპერატორი: აგნეშ პაკოზდი

მხატვარი: თეო ბარამიძე

მონტაჟი: აურორა ფოგელი

როლებში: ეკა ჩავლეიშვილი (ეთერო), თემიკო ჭიჭინაძე (მურმანი), ლია აბულაძე (ნათელა), ანკა ხურციძე (ცისანა), თამარ მდინარაძე (ლონდა), მარიამ დიდია (სოფიკო), სოფო გრიგოლაშვილი (მარინა), ანი მოგელაძე (ელენე), გიორგი ქართველიშვილი (ნუკრი), ფიქრია ნიქაბაძე (ნენო), შოთა შარვაშიძე (თენგო), ნანა ქართველიშვილი (ექოსკოპისტი), თეო ბაბუხადია (ექოსკოპისტის თანაშემწე), ჯონი ჯანაშია (ექიმი), თენგო ჯავახაძე (კაცი კაფეში), მარიამ გედენაძე (ქალიშვილი საზამთროთი), ემზარ ხაჭაპურიძე (საზამთროების გამყიდველი), რეზი ქაროსანიძე (ეთეროს ძმა), გოჩა ნემსიწვერიძე (ეთეროს მამა), ნინო ვეკუა (მიმტანი)

ხანგრძლივობა: 110'

ფერი: ფერადი

ქვეყანა: შვეიცარია, საქართველო

"ალვა ფილმი" (შვეიცარია), "თეიქს ფილმი" (საქართველო)

 

  Savina Petkova. Blackbird Blackbird Blackberry - 22.05.2023. Cineuropa