ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი (1972)
რეჟისორი: დევი აბაშიძე
სიუჟეტი: ბანაკის პიონერებმა ჩაძირული ქალაქის აღმოჩენა გადაწყვიტეს. ბავშვებს ძიებაში ეხმარება მებაღე ერმილე, რომელსაც სახლში ზღვის ფსკერიდან ამოღებული, ჩაძირული ქალაქის არსებობის დამადასტურებელი არაერთი ნივთი აქვს. მას ფერწერული ტილოების კოლექციაც აქვს. ედიშერი უსინდისოდ ცდილობს ერთ-ერთი ძვირფასი ტილოს ხელში ჩაგდებას. ბევრი სიძნელის გადალახვის შემდეგ პიონერები ერმილეს ნახატის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.
სცენარის ავტორი: მერაბ სარალიძე
ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმა: შალვა გეგელაშვილი
როლებში: დუდუხანა წეროძე (დარეჯანი), ლალი ბადურაშვილი (ლალი), იმედა კახიანი (ირაკლი), ოთარ კობერიძე (ედიშერი), ლალი ანდრონიკაშვილი (გულიკო), მიხეილ ვაშაძე (ერმილე), ვიქტორ ნინიძე (ვიქტორი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (კაცი სათვალეებით), გიორგი (გია) მატარაძე (ნოდარი), კახა თავართქილაძე (კახა), დათო ყუფარაძე (დათო), პაატა კალანდაძე (პაატა), გოჩა ძიძიშვილი (გოჩა), ირაკლი ბადურაშვილი, ლევან კიტია, რეზო თაბუკაშვილი
ხანგრძლივობა: 71'
ფერი: ფერადი
კინოსტუდია „ქართული ფილმი“