საჰაერო ხიდი (1974)

რეჟისორი: დავით რონდელი

   

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ  ზესნახე და მასზე შეყვარებული ბუძგურია ენგურჰესის მშენებლობაზე გაიპარებიან სამუშაოდ. ზესნახე ოპერატორის ხელობას სწრაფად შეითვისებს, მეგობრებს შეიძენს, ბევრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდება. ბუძგურიას კი მუშაობას ზესნახესთან ყოფნა ურჩევნია და მუდმივად ტოვებს თავის სამუშაოს. უპასუხისმგებლობისთვის მას სამსახურიდან დაითხოვენ. შეყვარებულები იჩხუბებენ. შეწუხებული ბუძგურია ექსკავატორის  მძღოლს სთხოვს, შეასწავლოს ხელობა. იგი სამსახურში თავს აღიდგენს და შეყვარებულსაც შეურიგდება.

სცენარის ავტორი: ნოდარ წულეისკირი

ოპერატორები: შოთა კილაძე, ოთარ ჭუმბურიძე

მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი

კომპოზიტორი: სულხან ნასიძე

ხმა: დავით ლომიძე

როლებში: ია ნინიძე (ზესნახე), მიხეილ ხვიტია (ბუძგურია), დათო ჟღენტი (ნიკო), მერაბ ჯაფარიძე (გეგი), ლევან ლოგუა (არქანია), მ. გობიშევა (ლენა), ი.მაკარჩუკი (ივანე), გივი თოხაძე (ირაკლი), თამაზ გამყრელიძე (სალვა), ალი ისაევ-ავარსკი (ახვერდოვი), ია ხობუა (ვარდიშა), თ.ბაგრატიონი (ცაკანა), ლ.ფურცხვანიძე (ბუთია)

ხანგრძლივობა: 71'

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია „ქართული ფილმი“