ბიჭები იასამნის ქუჩიდან (1974)

რეჟისორი: ნელი ნენოვა-წულაია

  

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: ფილმი მეორე მსოფლიო ომის  დროს მტრისაგან განადგურებულ ქალაქში ჩარჩენილი ბავშვებისა და საბჭოთა ავიაგამანადგურებლის ესკადრილიის მფრინავის მეგობრობაზე მოგვითხრობს, რომელმაც ისინი სამშვიდობოზე გამოიყვანა. ხანმოკლე აღმოჩნდა მათი მეგობრობა -  მფრინავი ბავშვების თვალწინ  გმირულად იღუპება მათ დასაცავად  გამართულ საჰაერო ბრძოლაში.

სცენარის ავტორი: ნელი ნენოვა-წულაია

ოპერატორი: იური კიკაბიძე  

მხატვარი: კახი ხუციშვილი

კომპოზიტორი: კონსტანტინ პევზნერი

ხმა: დავით ლომიძე

მონტაჟი: ჯულიეტა ბეჟუაშვილი, მარგალიტა მარგველაშვილი

როლებში: კახაბერ კიკაბიძე (ზაურ ჯაში), დ. გუგუნავა (ზაურ ჯაში ბავშვობაში), ნატო წულაია (ლენა), ანდრეი ლევინი (ვასილ ჩიჟოვი), გია ვოლსკი (ბუზა), ა. მამასახლისოვა (ბებია დარეჯანი), იური სუხანოვი (კუზმიჩი), ნინო დოლიძე (ზაურის მეგობარი), ვახტანგ როგავა (ზაურის მეგობარი), ვ. წიქორია (ზაურის მეგობარი), ზ. ჩიქოვანი (ზაურის მეგობარი), კახა მხეიძე (ზაურის მეგობარი), სოფიკო ჭიაურელი (ჰენრიეტა), ბორის წიფურია (ზაურის მეზობელი), ჯემალ ღაღანიძე (ზაურის მეზობელი), ს. კვიტაიშვილი (ზაურის მეზობელი), მალხაზ ბებურიშვილი, ვ. ბონდარენკო

ხანგრძლივობა: 64 '

ფერი: შავ-თეთრი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"