კედელი (1991)
რეჟისორი: ზაზა ბუაძე
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: სარტრის მოთხრობის მოქმედება გადმოტანილია 1924 წლის საქართველოში. ბოლშევიკების მიერ დაპატიმრებული თავადი წამებისგან თავის დასაღწევად აჯანყებულთა თავშეყრის გამოგონილ ადგილს დაასახელებს. მისთვის მოულოდნელად, აჯანყების ორგანიზატორებს მართლაც ამ ადგილზე მიაგნებენ.
სცენარისტი: ჟან-პოლ სარტრის ნაწარმოების მიხ. ზაზა ბუაძე
ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
კომპოზიტორი: დავით ტურიაშვილი
ხმის ოპერატორი/რეჟისორი: ედიშერ გიორგაძე
როლები: ზურაბ ყიფშიძე (ალექსანდრე დიდებულიძე), რამაზ ჩხიკვაძე (პატიმარი), რეზო ჩხიკვიშვილი, მაია ტურიაშვილი, ირინა პოდკოპაევა, ვახტანგ ფანჩულიძე, სოსო ნადირაძე, ზეინაბ ბოცვაძე, მურმან ჯინორია, გივი ჩუგუაშვილი, სოლომონ (ოტო) გორთამაშვილი
ხანგრძლივობა: 75 წთ
ფერი: ფერადი
"ქართული ფილმი"