ოტელო (1960)
რეჟისორი და ბალეტმეისტერი: ვახტანგ ჭაბუკიანი
ჟანრი: ფილმი-ბალეტი
სიუჟეტი: ასისთავი იაგო ვენეციელ სენატორ ბრაბანციოს შეატყობინებს, რომ მისი ქალიშვილი დეზდემონა ვენეციის ჯარების სარდალმა, მავრმა ოტელომ მოიტაცა. ბრაბანციო ოტელოს დასჯას მოითხოვს, მაგრამ დეზდემონა სენატის წინაშე განაცხადებს, რომ ოტელო მისი კანონიერი ქმარია. იაგო ინტრიგების ხლართვას განაგრძობს. იგი ოტელოს თანაშემწის, კასიოს ადგილის ხელში ჩაგდებას მოახერხებს. ოტელოს დაარწმუნებს, რომ ცოლი კასიოსთან ღალატობს. საბუთად დეზდემონას ცხვირსახოცი მოაქვს. ეჭვებით შეპყრობილი ოტელო ეჭვებით შეპყრობილი ოტელო დეზდემონას ახრჩობს. იაგოს ცოლი ემილია ოტელოს მეუღლის უდანაშაულობაში არწმუნებს. ოტელო თავს იკლავს.
სცენარის ავტორები: ირინა გელოვანი, ვახტანგ ჭაბუკიანი (უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით)
ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მხატვრები: სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე, სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
მონტაჟი: ონიკ მაგაკიანი, მ. რომანოვა
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: ვახტანგ ჭაბუკიანი (ოტელო), ვერა წიგნაძე (დეზდემონა), ზურაბ კიკალეიშვილი (იაგო), ლილიანა მითაიშვილი (ემილია), ეთერ ჭაბუკიანი (ბიანკა), ბექარ მონავარდისაშვილი (კასიო), რეზო წულუკიძე (როდერიგო), მიხეილ დუდკო (ბრაბანციო), მიხეილ გელიუსი (მონტანო), ვლადიმერ ივაშკინი (ვენეციის დოჟი), გიორგი ომიაძე
ხანგრძლივობა:95'
კინოსტუდია "ქართული ფილმი"
იხ. ოთარ სეფიაშვილი. ეკრანზეა შექსპირის ტრაგედია - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1960, 11