ანგელოზის გადაფრენა (2000)
დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
ჯილდოები: 2001. სლავი და მართლმადიდებელი ხალხების საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს რაინდი" (ტამბოვი) - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმში ასახულია მდგომარეობა ქვეყნისა, სადაც ძველი დაინგრა, ახალი კი არ აშენებულა. უცნაურ, აკვარიუმის მსგავს ვაგზლის შენობაში სხვადასხვა ფენისა და შეხედულებების ადამიანებს მოუყრიათ თავი. ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობაა. ყველაფერი ეს დანახულია პატარა ტყუპი გოგონების თვალით.
დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარისტები: ამირან ჭიჭინაძე, ნოდარ მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
ხმის რეჟისორი: ზურაბ ნადარაია
როლები: დიმიტრი ჯაიანი, გვანცა და ნუცა მაისურაძეები, ამირან ჭიჭინაძე, ნინო ქორიძე, თემურ ბიჭიაშვილი, ზურაბ აბზიანიძე, ლიანა ხოშტარია
ხანგრძლივობა: 75 წთ
ფერი: ფერადი
სტუდია "ნოე", კ/ს "ქართული ფილმი"
იხ. დავით ბუხრიკიძე. ჯოჯოხეთი, რომელსაც ანგელოზმა ვერ გადაუფრინა - გაზეთი ”მერიდიანი” 2000. 7-10. 07