კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003)
რეჟისორი: ერეკლე ბადურაშვილი
ჯილდოები: 2005. სახალხო სატელევიზიო კინოფესტივალი “მზე” (თბილისი) - მაყურებლის მთავარი პრიზი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმში მოთხრობილია ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლის - ბაბუის, შვილის და შვილიშვილის შესახებ. მათ ცხოვრებაში აისახება მე-20 საუკუნის საქართველოს ყოფა 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ახალგაზრდა კაცის ფორმირება უხეშობისა და ძალადობის რეჟიმის პირობებში.
რეჟისორი: ერეკლე ბადურაშვილი
სცენარისტი: ლაშა იმედაშვილი
ოპერატორი: ნუგზარ ნოზაძე
მხატვრები: ლევან ბზვანელი, გიორგი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით საყვარელიძე
ხმის რეჟისორი: ლევან კიკვიძე
მონტაჟი: ნინო კუხალაშვილი
როლები: ზაზა შერაზადაშვილი (სანდრო), თენგიზ არჩვაძე (სანდროს მამა), ლალი ბადურაშვილი (სანდროს დედა), ნინი ბადურაშვილი (სანდროს და), მალხაზ კუხიანიძე, ნანა ხაზარაძე (თამუნა), გიორგი გურგულია (ვაგიფი), გოჩა კაპანაძე (ექიმი), გოგა გველესიანი (პაციენტი), მიშა ჯოჯუა (პაციენტი), ლევონ უზუნიანი (პაციენტი), ზურაბ ყიფშიძე, გურამ ფირცხალავა, გია აბესალაშვილი, გია ფირცხალავა, ირაკლი ხუნწარია, დავით ცირეკიძე, გიორგი ცაავა, ზურაბ ცინცქილაძე, გია როინიშვილი (გამომძიებელი), იოსებ (სოსო) ლაღიძე, დავით (ჯაპანა) ხურცილავა, გოგოლა კალანდაძე, სალომე გოგიაშვილი, თამარ დათუაშვილი
ხანგრძლივობა: 89 წთ
ფერი: ფერადი
ეროვნული კინოცენტრი