მესაათე (2010)
რეჟისორი: გიორგი მასხარაშვილი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: გახმაურებულ მკვლელობათა სერია, დაკავებული ბოროტმოქმედი, საბოლოო განაჩენის მოლოდინი - ეს არის დოკუმენტური ფილმის თემა, რომელზეც ირაკლი მუშაობს. გადამღები ჯგუფი ხვდება ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ადამიანებს და თვით დაკავებულს, რომელიც შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორში იმყოფება. რაც უფრო შორს მიდის კვლევა, მით უფრო მძაფრად იკვეთება მედიის და თავად საზოგადოების როლი სამყაროში უსამართლობის დამკვიდრებასა და თავისუფალი სულის განადგურებაში.
სცენარისტი: გიორგი მასხარაშვილი
ოპერატორი: გიორგი შველიძე
მხატვარი: გიორგი მასხარაშვილი
როლები: გიორგი ნაკაშიძე, დათო გოცირიძე (ირაკლი), გიორგი მეგრელიშვილი (გიორგი), გიორგი ტაბიძე, ლევან ბერიკაშვილი, ნინო წოწორია, გიორგი მასხარაშვილი (ლადო), ქეთევან ჯაფარიძე (საბავშვო სახლის დირექტორი)
პროდუსერი: გუკა რჩეულიშვილი
ხანგრძლივობა: 90 წთ
ფერი: ფერადი
სტუდია ”სანგუკო”, ეროვნული კინოცენტრი
იხ. თეო ხატიაშვილი. კინო, რომელიც გველაპარაკება და არ გვიჩვენებს. ნეტგაზეთი
ია ვეკუა. გელა, ანუ მოლაპარაკე ფილმი – გაზეთი "24 საათი". 24.10.2011