სუსა (2010)

რეჟისორი:    რუსუდან პირველი 

                                                     

სიუჟეტი:   სუსა თორმეტი წლის ბიჭია და, როგორც ყველა ამ ასაკის ბიჭს უყვარს თამაში, მაგრამ მის ირგვლივ ცხოვრება სხვა წესებით ცხოვრობს და ისიც იძულებულია დაემორჩილოს  და მოერგოს ქუჩის მკაცრ კანონებს. ყველაფერი იცვლება, როდესაც სუსა იგებს, რომ მალე მისი დიდი ხნის უნახავი მამა უნდა გამოჩნდეს. ბიჭს უჩნდება სხვანაირი ცხოვრების იმედი და   ცდილობს,  მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, რათა მამამისის თვალში უკეთესი გამოჩნდეს.
დამდგმელი რეჟისორი:    რუსუდან პირველი
სცენარისტი:     გიორგი ჩალაური
დამდგმელი ოპერატორიები: მირიან შენგელაია, ირაკლი გელენიძე   
დამდგმელი მხატვარი:  გურამ ნავროზაშვილი
ხმის ოპერატორი:   მადონა თევზაძე
როლები:     ავთანდილ თეთრაძე (სუსა), ლევან ლორთქიფანიძე (ბოსი), გიორგი გოგიშვილი (მამა), ეკატერინე კობახიძე (დედა), გივი ქართველიშვილი, ვიქტორ ქსოვრელი
ხანგრძლივობა:   78 წთ 
ფერი:      ფერადი

კავკასიური ფილმოდრომი

 

იხ. დავით ბუხრიკიძე. "სუსა". სოციალური კინემატოგრაფის მგრძნობიარე ტერიტორია   – ჟ. filmprint, N2.  შემოდგომა 2011