ოცნებების სასაფლაო (1997)
რეჟისორი: გიორგი (გოგა) ხაინდრავა
ჯილდოები: 1997. ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი. ”ოქროს მედალი”
1997. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კონოფესტივალი ”ოქროს არწივი”. ”გრან პრი” და კინოკრიტიკოსთა პრემია
1997. ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი (სან-ფრანცისკო). უმაღლესი ჯილდო ”მსოფლიო კულტურები და ურთიერთგაგება”
1997. სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალი ”კინოტავრი”. ჟიურის ”დიდი პრიზი”. საერთაშორისო კინოფორუმის ”გრან-პრი.” საერთაშორისო ჟიურის პრიზი ”ფიპრესი”
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ფილმი აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს და მასში მონაწილე ახალგაზრდების ფიზიკურ თუ სულიერ განცდებს გადმოგვცემს. ფილმის პერსონაჟები უმეტესად ამ ომში მონაწილე რეალური პირები არიან და ეს ფილმი ხშირ შემთხვევაში მათზე არსებული ერთადერთი დოკუმენტური მასალაა.
სცენარისტები: გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ირაკლი სოლომანაშვილი
ოპერატორები: გიორგი (გოგა) ხაინდრავა, მიხეილ მაღალაშვილი, ავთანდილ გვენცაძე, ვაჟა დემეტრაშვილი, მალხაზ მაისაშვილი
მხატვარი: ზაზა ციციშვილი
კომპოზიტორი: ნიაზ დიასამიძე
ხმა: გარი კუნცევი
მონტაჟი: ლეილა მუხიგულაშვილი
როლები: გიორგი ნაკაშიძე, ბაჩო ბაჩუკიშვილი, ავთანდილ სხირტლაძე, ნინო მურჯიკნელი, ზაზა ციციშვილი, ზურაბ ერისთავი, ალეკო ცენაძე, კახა ხარაიძე, თამაზ ბერეჟიანი, ლაშა ესებუა, ზურაბ გორგაძე
ხანგრძლივობა: 94 წთ
ფერი: შავ-თეთრი
"ქართული ტელეფილმი"