რევერსი (2006)

სატელევიზიო

რეჟისორი:  დიტო ცინცაძე

სიუჟეტი: ფილმი ერთ თბილისურ ბინაში იწყება, სადაც ოთხი ბიჭი პოკერს თამაშობს. თამაშის მიწურულს ერთ-ერთი მათგანი ქალებზე იწყებს საუბარს, დანარჩენები აყვებიან და ოთახში მათი წარმოსახვის ქალი დაიხატება. აქედან ვითარდება ფილმის სიუჟეტი, სადაც ორი სამყარო იკვეთება – ირეალური და რეალური. ირეალურ სამყაროში ოთხივე ბიჭს თავისი ისტორია  აქვს წარმოსახვის ქალთან,  რომელსაც   თითოეული ვნებით, სიყვარულით და, ამავე დროს, დამამცირებლად ეპყრობა. ფილმის ბოლოს ირეალურ სამყაროს რეალობა ცვლის და მთავარი გმირი ქალი ოთხივე ბიჭზე შურს იძიებს.

სცენარისტები: ქეთევან გალდავაძე, გიორგი (მირიან) მირიანაშვილი, დიტო ცინცაძე

ოპერატორი: გიორგი ბერიძე

მხატვრები: გიორგი ჭკუასელი, მაგდა გოლიაძე, კოტე მეფარიშვილი

ხმა: გურამ გოგუა

მონტაჟი: ალექსანდრე კურანოვი

როლები: მარიშა მაისურაძე (მარიშა), კახა აბუაშვილი (კაბუ), ირაკლი ჩოლოყაშვილი (ჩოლო), გიორგი ყიფშიძე (გიორგი), გიორგი ნაკაშიძე (გიორგი)

ხანგრძლივობა: 60წთ

ფერი: ფერადი

 შპს "ტაია გრუპი", ტელეკომპანია "იმედი", ეროვნული კინოცენტრი