როგორც ლურჯა ცხენები (2002)
As Blue Horses (Eng)
რეჟისორები: თინა მენაბდე, კახა მელითაური
სიუჟეტი: ფილმში საზოგადოების სიმბოლოდ ლაზარეთი წარმოგვიდგება. ადამიანის არსებობა მარადიულ წრეში - დაბადებიდან სიკვდილამდე. რა არის მთავარი? რისთვის ან რატომ ვარსებობთ? რა უფრო სჭარბობს საზოგადოებაში -სიყვარული, თანადგომა, მიტევება, შენდობა თუ სიძულვილი, ღალატი, ღვარძლის და განადგურების ინსტიქტი?
სცენარისტები: თინა მენაბდე, ჯარჯი აქიმიძე
ოპერატორები: კახა ჭელიძე, გია ფაილოძე
მხატვრები: თინა ჩირინაშვილი, სიმონ მაჩაბელი
მუსიკალური გაფორმება: ნიკა მემანიშვილი
ხმა: ზურაბ ნადირაძე, თორნიკე გელაშვილი
მონტაჟი: ცისანა ციხისელი
როლები: ედიშერ მაღალაშვილი, ვალერი ხარიუჩენკო, ზაზა ლემონჯავა, ნოდარ ხმალაძე, დათო დოლიძე, ბაია დვალიშვილი, ხათუნა იოსელიანი
ხანგრძლივობა: 92 წთ
ფერი: შავ-თეთრი
სტუდია "8", "ქართული ფილმი", ეროვნული კინოცენტრი
იხ. გიორგი კალატოზიშვილი. ქართული ”მატრიცა” გმირის გარეშე - ”მთავარი გაზეთი” 2003. 23.01