აღსარება (2017)
რეჟისორი: ზაზა ურუშაძე
სიუჟეტი: მღვდელი გიორგი, რომელიც მანამდე რეჟისორი იყო, მორჩილთან ერთად პატარა სოფელში მიემგზავრება და იქ იწყებს მსახურებას. იმისთვის, რომ ადამიანებმა ეკლესიაში სიარული დაიწყონ, გიორგი კინოთეატრს მოაწყობს და ფილმების ჩვენებას იწყებს. პირველი ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” ჩვენების შემდეგ მაყურებლები ამბობენ, რომ ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელს, მერლინ მონროს, მუსიკის ადგილობრივი მასწავლებელი ლილი ძალიან ჰგავს. მალე მღვდელი თავადაც გაიცნობს ლილის.
სცენარისტი: ზაზა ურუშაძე
ოპერატორი: გიორგი შველიძე
მხატვარი: თეა თელია
კოსტუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი
კომპოზიტორი: სტენ შერიპოვი
მონტაჟი: ალექსანდრე კურანოვი
ხმა: ჰარმო კალლასტე
როლები: დიმიტრი ტატიშვილი (მამა გიორგი), სოსო ხვედელიძე (ვალიკო), სოფია სებისკვერაძე (ლილი), ნატა მურვანიძე (ასმათი), კახა გოგიძე (გოჩა), საბა გავვა (დავითი), დათო სახიძე (თამაზი), დარეჯან ხარშილაძე (ქეთევანი), თენგო წულაია (ალექსანდრე).
ფერი: ფერადი
ხანგრძლივობა: 84 '
ქვეყანა: საქართველო/ესტონეთი
"სინემა 24" "ალლფილმი"
იხ. ქეთევან ტრაპაიძე. სინამდვილე - როგორც სასჯელი - ფილმ პრინტი, 2016-2017