სავარძელი (2017)

რეჟისორი: ელდარ შენგელაია

    

ჟანრი: სატირული კომედია

სიუჟეტი:   არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, გიორგი მჭედლიშვილი ყველაფერს კარგავს, რაც მისთვის ძვირფასია: ოფისს, მანქანას, შემოსავლის წყაროს და რაც მთავარია - ძალაუფლებას. გიორგის სკამი, რომელიც ცოცხალი არსებაა, სტიმულს აძლევს ყოფილ მინისტრს, რომ ზომები მიიღოს, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ რთულ პერიოდში გიორგი ხვდება ლტოლვილ ქალს - დონარას, რომელსაც ცოლად ირთავს. ახალი მთავრობა გიორგის და მის ოჯახს გამოასახლებს. ყოფილი მინისტრი უპირისპირდება ჯერ მედიას, შემდეგ საკუთარ რძალს. 

სცენარის ავტორები: ელდარ შენგელაია, გიორგი ცხვედიანი.

ოპერატორები: გორკა გომეშ ანდრეუ 

მხატვარი: გოგი მიქელაძე

კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი

ხმა: პაატა გოძიაშვილი

მონტაჟი: მინდია ესაძე

როლები:  ნიკა  თავაძე (გიორგი მჭედლიშვილი), ნინელი ჭანკვეტაძე (მაგდა), ქეთი ასათიანი (დონარა), ნანა შონია, ნატო ჯუღელი (ანკა),   იმედო კახიანი, გია აბესალაშვილი, ლევან წულაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ზუკა დარჯანია, ვანო გოგიტიძე (არმენ), ვიტალი ხაზარაძე (პრემიერ-მინისტრი), მერაბ გეგეჭკორი, ტრისტან სარალიძე, ალეკო მახარობლიშვილი, გია ტყეშელაშვილი, ქეთი კანტიძე, დავით დვალიშვილი, თამრი ბზიავა, გურამ ჯაში, ევა ხუტუნაშვილი, მარიტა ჯანაშია, გიორგი ცაავა, ვანო დუგლაძე, აარონ ჩარლზი (მალხაზი), ელვირა სოუ    

პროდუსერები: ნელი შენგელაია, ზურაბ მაღალაშვილი

ხანგრძლივობა: 99'

ფერი: ფერადი

 

საწარმოო კომპანია - „ცისფერი მთები“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

 

 იხ.  გიორგი გვახარია. "ქართული ოცნება და ოსტატის სევდა" (რეცენზია ფილმზე "სავარძელი") - ფილმ პრინტი 2016-2017