ხიბულა (2017)
რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
ჟანრი: ფსიქოლოგიური დრამა
სიუჟეტი: „ხიბულას“ სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი, სწორედ, ამ ეპიზოდიდან იწყება. სიუჟეტი გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.
სცენარის ავტორები: რულოვ იან მინებო, გიორგი ოვაშვილი
ოპერატორი: ენრიკო ლუჩიდი
მხატვარი: თეონა ყაველაშვილი
კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი
ხმა: სებასტიან შმიდტი
მონტაჟი: სუნ-მინ კიმი
როლები: ჰოსეინ მაჰჯუბი (პრეზიდენტი), ქიშვარდ მანველიშვილი (პრემიერ მინისტრი), ლიკა ბაბლუანი (თათია), ლიდია ჭილაშვილი (ნია), ნოდარ ძიძიგური (ზურაბი), ზურაბ ანთელავა (შალვა), მანუჩარ შერვაშიძე (ჯოტო), გალობა ღამბარია (რატი),
პროდუსერები: გიორგი ოვაშვილი, აიკე გორეჩკა, კრისტოფ კუკულა, გიიომ დე სეი
ხანგრძლივობა: 99'
ფერი: ფერადი
ალამდარი ფილმი (საქართველო), 42ფილმი (გერმანია), არიზონა ფილმზი(საფრანგეთი)
იხ. ალექსანდრე გაბელია. ხიბულა - პრეზიდენტის ირაციონალური მოგზაურობა - ფილმ პრინტი 2016-2017
გიორგი ოვაშვილი: მთავარ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გაგვიცია. ინტერვიუ. ესაუბრა ალექსანდრე გაბელია - ფილმ პრინტი 2016-2017