სხვისი სახლი (2016)

რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე 

         

ჯილდოები: 2016. კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი -  პროგრამა "დასავლეთის აღმოსავლეთი", საუკეთესო ფილმი

                      2016. ევრაზიის საერთაშორისო  კინოფესტივალი - გრან პრი, საუკეთესო ფილმი

                      2017.  ამერიკის კინოოპერატორთა ასოციაცია - Spotlight award, გორკა გომეს ანდრეუს

                      2017. ნიკას დაჯილდოება - სნგ-სა და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმი  

სიუჟეტი: ორი ოჯახი ფიზიკურად გადაურჩა ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ სამოქალაქო ომს. ისინი გამარჯვებულების მხარეს არიან და დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად დატოვებული სახლები ერგებათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალი ცხოვრების მშვიდად დაწყებას ვერ ახერხებენ: ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება, ვინაიდან ბრძოლები მათ შორის მაინც იმართება.

სცენარის ავტორები: რუსუდან გლურჯიძე, დავით ჩუბინიშვილი 

ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ 

მხატვარი: გოგი მიქელაძე

მუსიკა: დუშან მაქსიმოვსკი, ალექსეი ვორობიოვი

ხმა: დუშან მაქსიმოვსკი

მონტაჟი: გრიგოლ ფალავანდიშვილი, დმიტრი ჩისტიაკოვი, ლევან კუხაშვილი 

როლები: ზურაბ მაღალაშვილი (ასტამური), ოლგა დიხოვიჩნაია (ლიზა), ია სუხიტაშვილი (აზიდა), სალომე დემურია (ირა), ბრანკო დიურიჩი, ეკატერინე ჯაფარიძე, ალექსანდრე ხუნდაძე (ლეო)

ხანგრძლივობა: 103'

ფერი:  ფერადი

 

"სინეტექი", "ლიგა პროდაქშენ", "კინოსკოპიკ", "სარკე ჯგუფი", "ემბრიო"

 საქართველო/რუსეთი/ესპანეთი/ხორვატია

 

 იხ. ნინო მხეიძე. ჩემი, შენი, სხვისი სახლი. (რეცენზია ფილმზე "სხვისი სახლი") - ფილმ პრინტი, 2016-2017

      სხვის სახლზე, რომელიც ვერასდროს გახდება შენი. ინტერვიუ რუსუდან გლურჯიძესთან. ესაუბრა ნინო მხეიძე. -  ფილმ პრინტი, 2016-2017