ლევან აკინი
რეჟისორი
დ. 1979, 14.12 (ტუმბა, შვედეთი).
მშობლები 70-იანი წლების დასაწყისში ჩავიდნენ შვედეთში ემიგრანტების სტატუსით. კარიერას შვედეთის სამაუწყებლო ქსელში SVT- ში სტაჟირებით იწყებს. მოგვიანებით მუშაობდა სახელგანთქმულ რეჟისორ როი ანდერსონთან ცნობილ "სტუდია 24" -ში. ასევე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რამდენიმე სატელევიზიო და კინოპროდუქციაზე, პარალელურად იღებს საკუთარ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. „ბოლო რამ“ მისი პირველი ოფიციალურად გამოშვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია. 2009-2012 წლებში, როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს სატელევიზიო სერიალების ოცამდე სერია.
ფილმოგრაფია
ბოლო რამ (Last things, De sista sakerna, შვედეთი, 2008) - სცენარისტი, რეჟისორი
კატინკას წვეულება (Certain people, Katinkas kalas, შვედეთი, 2011) - სცენარისტი, რეჟისორი
წრე (Cirkeln, შვედეთი, 2015) - სცენარისტი, რეჟისორი
და ჩვენ ვიცეკვეთ (And Then We Danced, საქართველო-შვედეთი2019) - სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე